მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველ სპორტსმენთაგან მხოლოდ ვაჟთა გუნდი არ მონაწილეობს.
რუსეთის დედაქალაქში არიან ქალი ძალოსნებიც. ერთ-ერთი მათგანი ნათია გადელია (81კგ) კონტინენტის პირველობაზე საკმაოდ დამაჯერებლად წარსდგა და თავი არ შეურცხვენია. მან მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ატაცში არცერთი ცდა არ გაუფუჭებია.
ქართველმა ძალოსანმა 85,89 და 91 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და „ბ“ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.
ნათია გადელიამ აკვრაშიც წარმატებით იასპარეზა, 105/111 დასძლია და მე – 4 ადგილი ერგო, ხოლო ორჭიდში 202 კილოგრამით მესამე პოზიციაზეა.








