პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდე ჩათვლაში, ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
უმცროსმა ძალოსანმა ქართულ დელეგაციას ჯამში 3 ოქროს მედალი შემატა – ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში. ამასთან, ორი ახალი რეკორდიც დაამყარა.
გათამაშების დასრულების შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა, რომელიც ჩვენს ძალოსნებთან ერთად პოლონეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეტყნა და განაცხადა, რომ ნათია ტურნირზე ტრავმის თანხლებით ასპარეზობდა.
„ნათია გადელია!!! ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიის გოგონებში… 17 წლამდე. ნათია ტრავმით ასპარეზობდა, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა და სამი ოქროს მედალი მოგვიპოვა!!! ოქრო ხარ ნათია გადელია. გილოცავ და მადლობა!“, – წერს ჭინჭარაული.
როგორც უკვე გითხარით, ახალგაზრდა სპორტსმენმა ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ორი ახალი რეკორდი დაამყარა. ნათიამ აკვრაში სამიდან მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა და 87 კგ ასწია, რაც პირველი ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდა. აკვრაში ჩვენმა თანამემამულემ სამივე ცდა წარმატებით დაძლია – 108კგ, 113 კგ, 117 კგ. ორჭიდის ჯამში კი 204 კგ დააფიქსირა.





