31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ნაჩო ფერნანდესმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებ-გვერდი აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, გამოცდილი მცველი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
ნაჩო მადრიდული კლუბის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2011 წელს, „ვალენსიას“ წინააღმდეგ ჰქონდა. საერთო ჯამში მან „რეალის“ მაისურით 344 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.





