საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური სამტრედიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი გუნდი გორის „დილას“ დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.
გამოცდილი სპეციალისტის გია ცეცაძის გუნდში დაბრუნება ჯერჯერობით მთლად იღბლიანი და წარმატებული ვერ გამოდგა, არადა სამტრედიელთა ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავი წარმატება სწორედ ამ სპეციალისტის მწვთნელობის პერიოდს უკავშირდება, როდესაც ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. ამჯერად კი სამტრედიელებმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.
რაც შეეხება გორის „დილას“ გუნდი უდანაკარგოდ თამაშობს და ზედიზედ მეორე გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. შეგახსენებთ, პირველ ტურში გორელებმა შინაურ კედლებში ქობულეთის „შუქურას“ 1:0 აჯობეს.
„სამტრედიასთან“ დაპირისპირებაში კი ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც „დილას“ რიგებიდან პაატა ღუდუშაურმა და ირაკლი ბუღრიძემ მეტოქის კარი დალაშქრეს და თავიანთ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის ააღებინეს.
მომდევნო მატჩს, „დილა“ 10 მარტს საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართავს, ხოლო „სამტრედია“ 9 მარტს სტუმრათ ქობილეთის „შუქურასთან“ ითამაშებს.





