“ბარსელონას” 27 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი მემფის დეპაი კანის კინოფესტივალს დაესწრო.
შეგახსნებთ, რომ მემფისი არა მარტო ფეხბურთელი არამედ მომღერალიცაა.
კატალონიური გუნდის ახალწვეული ღონისძიებაზე განსაკუთრებული ჩაცმულობით მივიდა და ჟურნალისტებს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც მისცა:
“ბავშვობაში ისეთ რეპერებს ვუსმენდი, როგორებიც 50 Cent და თუფაქი იყვნენ. სწორედ ისინი შთამაგონებდნენ და მომავალში საკუთარი სიმღერების გამოშვების სურვილს მიჩენდნენ. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს შევწირე და მცირე ნაწილი მუსიკასაც დავუთმე. ჩემი სიმღერები ბევრ ხალხს მოსწონს და უსმენს.
ფეხბურთის თამაში ჩემი ცხოვრების დიდ ადგილს იკავებს. ბავშვობიდან, თავი ფეხბურთს მივუძღვენი. ხანდახან კონკურენციის გამო ჩემს თავს სიგიჟეები ხდება – სწორედ ამ დროს აანალიზებ, რომ ეს სპორტის ბნელი მხარეა.
“ბარსაში” გადასვლის შემდეგ პირველი რამე, რაც მინდა, სწრაფი ადაპტაციაა. ესპანეთში ახალი სახლი და ახალი ატმოსფერო მელოდება”.- განაცხადა დეპაიმ





