კატალონიის “ბარსელონამ” ლეო მესის ლა ლიგაში დარეგისტრირება ვერ მოახერხა. იგივე პრობლემა შესაძლოა შეხებოდათ “ბლაუგრანას” ახალ შენაძენებს, თუმცა კატალონიურმა კლუბმა მემფის დეპაის, ერიკ გარსიას და რეი მანაის დარეგიტრირება მოახერხა. ინფორმაციას ესპანური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
ასევე კლუბი მადლობას უხდის ჟერარდ პიკეს, რომელიც ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდა. განცადებაში ასევე ნახსენებია, რომ ხელფასის შემცირებაზე მოლაპარაკებები სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ 15 აგვისტოს გამართავს და დარეგისტრირებულ ფეხბურთელებს თამაშის საშუალება ექნებათ.
📌 Memphis, Eric Garcia i Rey Manaj, inscrits a la Lliga de Futbol Professional
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) August 14, 2021





