რამოდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ნიდერლანდელი შემეტევის მემფის დეპაის ტრანფერი გააოფიციალურა. კატალონიური გუნდის ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი “ბლაუგრანასთან” 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნიდერლანდელ ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და “ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ცნობისთვის, დეპაიმ გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.





