კატალონიის “ბარსელონამ” 27 წლის შემტევი მემფის დეპაი ოფიციალურად წარადგინა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა:
“მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო და როგორც პრეზიდენტმა თქვა, მიზანი მხოლოდ ბარსელონა იყო, ამიტომ ყველას მადლობას ვუხდი.
მოუთმენლად ველი გულშემატკივრების წინაშე თამაშს, ძალიან, ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ვფიქრობ, რომ გუნდი მზად არის მომავალი სეზონისთვის. დროა ვაჩვენოთ ჩვენი ამბიცია. ასევე მინდა, რომ მადლობა გადავუხადო მწვრთნელს, რათა მენდო.”
ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოცნება ახდა.
მოუთმენლად ველი ჩემი თანაგუნდელების ნახვას და მათთან ერთად ვარჯიშს.
მესი? მასთან თამაში ოცნებაა, ის ლეგენდაა და ამას სხვა რამის დამატება არ სჭირდება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ვნახეთ, თუ რა გააკეთა კოპა ამერიკაზე, მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ მისით.
გუშინ დავათვალიერე ბარსელონას მუზეუმი, ვნახე მესის ოქროს ბურთები. რა თქმა უნდა, მასთან ერთად თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა.
აქ კუმანის გარეშეც მოვიდოდი, რადგან როდესაც ბარსელონას უნდიხარ, უარს ვერ იტყვი. თუმცა, კუმანმა ჩემს კარიერაში დიდი გავლენა მოახდინა და ძალიან დამეხმარა.
სიტყვები არ მყოფნის… დიახ, ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ბარსელონაში თამაშსა და ტიტულების მოგებაზე.
ამ ქალაქში მშვიდი ატმოსფეროა და ყველაფერი შესანიშნავია.
ვფიქრობ, რომ ხალხი კარგად მომექცევა. ამ ქალაქში ხალხიც ძალიან მეგობრულია. ვფიქრობ, რომ მე ვარ ის პიროვნება, რომელიც ხალხს უყვარს და მე ეს მომწონს.
აქ ყველაფერი მასიურად გამოიყურება. იუნაიტედიც შესანიშნავი გუნდია, ლიონიც და პსვც, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა.
ჩვენ ტიტულების მოგება გვსურს. როდესაც მოედანი გულშემატკივრებითაა გადავსებული, მათ სურთ, რომ მოედანზე შესანიშნავი რამეები იხილონ.
საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. თუ მწვრთნელი ნდობას გამომიცხადებს და მოედანზე თავისუფლებას მომცემს, ჩემი საქმის გაკეთებისას თავს მშვენივრად ვიგრძნობ.”- განაცხადა დეპაიმ





