ევრო 2020-ზე მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, უკრაინის მთავრობის წევრებმა გამარჯვება ორიგინალურად აღნიშნეს.
თამაშის მეორე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ მოწვეულ მთავრობის სხდომაზე მინისტრები უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ფორმით მივიდნენ.
![ევრო 2020 | უკრაინის მთავრობის სხდომა საფეხბურთო ნაკრების ფორმით [ვიდეო] #1TVSPORT](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/06/1625061704-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-1024x576.jpg)
„უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. სწორედ ასეთი ამბები აერთიანებს ჩვენს ხალხს, აძლევს მოტივაციას და იმის შეგრძნებას, რომ მთელი გულით ფეხბურთელებთან არიან“, – განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.





