უკრაინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. შეკრების პირველივე დღეს ოლეკსანდრ პეტრაკოვმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს ნაკრებში არ გამოიძახებს.
“გულწრფელად გეუბნებით, ამ დროისთვის არ განვიხილავ რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახების საკითხს. კიეველი ვარ და ერთხელ გადავწყვიტე, ქალაქში ფეხით გამესეირნა. მივედი წმინდა მიხაილის ეკლესიასთან, ანდრიევსკაიას აღდგენილ ტაძარშიც ვიყავი, ვნახე, რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა, ბიჭები, გოგონები, ამდენი გვარი, ამდენი ფოტო. მივხვდი, რომ ახლა არ შეიძლება ნაკრებში ფეხბურთელები რუსეთიდან მოვიწვიოთ, არც შერიგება შეიძლება, ამდენი ბავშვი დარჩა ობლად. ახლა არა, არავითარ შემთხვევაში! შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ კი, რამდენადაც საჭირო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე – არა”, – თქვა პეტრაკოვმა.
ცნობისთვის, ოლეკსანდრ პეტრაკოვი უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ავარჯიშებდა.





