სტოქჰოლმში სტრატს იღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც 28 მარტს დასრულდება. შვედეთის დედაქალაქში სხვებთან ერთად იქნებიან ქართველი სპორტსმენებიც, რომლებიც მაქსიმალურად მაღალი შედეგების დაფიქსირებას შეეცდებიან.
სტოქჰოლმის ყინულზე საქართველოდან ვაჟთა და ქალთა ერთეულთა კატეგორიაში ისრიალებენ მორის ყვითელაშვილი და ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი. სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ მოცეკვავე წყვილს გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას შემადგენლობით, რადგან ტრავმა ამის საშუალებას არ აძლევთ. მათ ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა გერმანიაში, ქალაქ ობერსდორფში მოუწევთ.
დიახ, სტოქჰოლმის პლანეტის პირველობა იმითაც არის გამორჩეული, რომ მედლების კომპლექტების გარდა, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება.
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში მაყურებლების გარეშე ჩაივლის.
მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი კი ასე გამოიყურება:
24 მარტი, ოთხშაბათი:
13:00 – ქალები: მოკლე პროგრამა
20:30 – გახსნის ცერემონიალი
21:30 – სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა
25 მარტი, ხუთშაბათი:
14:00 – მამაკაცები, მოკლე პროგარამა
21:30 – სპორტული წყვილები . თავისუფალი პროგრამა
26 მარტი, პარასკევი
13:45 – ცეკვები, რითმული ცეკვა
21:00 – ქალები, თავისუფალი პროგრამა
27 მარტი, შაბათი
14:00 – მამაკაცები, თავისუფალი პროგარა
20:00 – ცეკვები, თავისუფალი პროგრამა
28 მარტი, კვირა
16:30 – საჩვენებელი პროგარამა








