პრემიერლიგის დარულებამდე 6 ტურით ადრე ერთი რამ უკვე გარკვეულია. „შეფილდ იუნაიტედი“ უმაღლეს დივიზიონს დატოვებს და მომავალი სეზონიდან პრემიერშიპში ისევ აღზევებისთვის მოუწევს ბრძოლა.
მთელი სეზონის განმავლობაში „შეფილდი“ საშინლად გამოიყურებოდა და ლოგიკურიცაა, რომ პრემიერლიგას დაემშვიდობა. ამ ფაქტს კი ბეჭედი 32-ე ტურში „ვულვზთან“ 0:1 მარცხის შემდეგ დაესვა.
შეფილდელებმა განვლილ 32 მატჩში ოდენ 14 ქულის დაგროვება შეძლეს და გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაეწურათ. გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად მათ 17 ქულა აშორებთ, რაც უკვე შეუძლებელი ამბავია.
„შეფილდ იუნაიტედს“ ქულების გარდა გატანილ-მიღებულ გოლებშიც უცუდესი სტატისტიკა აქვს. გუნდმა 56 გოლი გაუშვა და მხოლოდ 17 გაიტანა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი ირლანდიელი დევიდ მაკგოდრიკია, რომლის ანგარიშზეც 6 გატანილი გოლია.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ პრემიერლიგიდან გავარდნის კანდიდატები „ვესტ-ბრომვიჩი“ და „ფულჰემი“ არიან, თუმცა ისინი შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.





