სად გააგრძელებს კარიერას ხვიჩა კვარაცხელია? ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი ქომაგების მთავარი საფიქრალი სწორედ ეს იქნება.
ქართველი ტალანტი უკვე იმდენ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, ალბათ უკვე სათვალავიც აგვერია. არის ვარიანტები იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, თუმცა შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ კვარაცხელიამ „რუბინი“ გარანტირებულად წელს არ დატოვოს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმაც განაცხადა.
ამასობაში მედიაში კიდევ ერთი გუნდის სახელმაც გაიჟღერა. საუბარია „ევერტონზე“, თუმცა ლივერპულური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი „ევერტონის“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს.
ის ქინქლაძეზე და შოთა არველაძეზე უკეთესია? იცით ვინმემ ?
ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელია. შესანიშნავად გამოიყურება. უყვარს დრიბლინგები და შეუძლია გოლებიც გაიტანოს.
მისი გვარი როგორ უნდა წარმოვთქვათ?
მოდით უბრალოდ კევინი დავუძახოთ, ასე უფრო მარტივი იქნება.
დიახ, ვფიქრობ მას აქვს პოტენციალი იყოს ქინქლაძე, მაგრამ გაცილებით დიდი პროფესიონალია.
საოცარი ფეხბურთელია. მისით აღფრთოვანებული ვარ.








