მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. დღეს ჩვენს ქვეყანას ანასტასია გოტფრიდი წარმოადგენს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შესანიშნავად გამოსდის.
ის ატაცის გამარჯვებულია! გოტფრიდმა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ორი ცდა 108/111/ გამოიყენდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა ევროპულ ოქროსთან ერთად საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო. ანასტასიამ სარეკორდო ზღვარს 1 კილოგრამით გადააჭარბა. ცოტა ხანში ის იგივეს გაკეთებას აკვრაშიც შეეცდება და იმედია მოსკოვში საქართველოს ჰიმნს კიდევ ერთხელ ააჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება და დასკვნით დღეს, საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იასპარეზებენ!








