წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა შეიძლება მალე რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ იაპონელი ჩოგბურთელი მოახლოებულ მაიამის მასტერსზე გაიმარჯვებს, ხოლო ეშლი ბარტი ტურნირს ფინალამდე გამოეთიშება.
ის, რომ ოსაკა ტურნირის უმთავრესი ფავორიტია ორი აზრი არ არსებობს. ახლა კი მას მაიამიში წარმატებულად თამაშისთვის დამატებითი მოტივაციაც აქვს.
ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამჟამად ეშლი ბარტია. ავსტრალიელი მაიამის მასტერსის მოქმედი ჩემპიონიც გახლავთ. 2019 წელს მან ფინალში ჩეხ კაროლონა პლიშკოვას აჯობა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ეშლი ბარტი უკვე 66 კვირაა რეიტინგის პირველი ნომერია, რაც ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მეათე მაჩვენებელია.





