ეგვიპტის ნაკრების და “ლივერპულის” 29 წლის ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სალაჰის კონკურენტები აღნიშნული ჯილდოს მოსაგებად ბენ ჩილველი (ჩელსი) დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) აარონ რამსდეილი (არსენალი) ტინო ლივრამენტო (საუთჰემპტონი) იური ტილემანსი (ლესტერ სიტი) და მაქსველ კორნე (ბარნლი) გახლდათ.
მოჰამედ სალაჰმა გასულ თვეში 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა დერბიში “მანჩესტერ იუნატედის” წინააღმდეგ “ლივერპულის” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.





