დაკარგული რომ ეგონა და ტირილით თვალები დაისია, აღმოჩნდა რომ მისი საყვარელი ნივთი სხვა ქვეყნის ნაპირზე ტივტივებდა.
უცნაური რამ მოხდა ირლანდიის ერთ-ერთ სანაპიროზე, კერძოდ კი ქალაქ უოტფორდთან ახლოს. 10 წლის გოგონა ბურთით თამაშობდა რა დროსაც ზღვაში შეუცურდა, თავად კი ვეღარ შეჰყვა, რადგან ღრმად შეტოპა, მან კი ცურვა არ იცოდა და არც მშობლებმა დაანებეს.
გოგონას მამა კი ეცადა ბურთს შესწვდომოდა და შვილისთვის დაებრუნებინა, მაგრამ ამის გაკეთება ვერც მან შეძლო, რადგან როგორც ავღნიშნეთ საკმაოდ ღრმად შეცურდა და შეშვება გადაწყვიტეს.
გოგონამ ძალიან ინერვიულა, რადგან ეს მისი საყვარელი ბურთი იყო და მას ძალიან უფრთხილდებოდა. ბურთზე მისი სახელის ინიციალებიც იყო ამოტვიფრული.
მოკლედ, ოჯახმა ბურთი გამოიტირა, თუმცა სულ ტყუილად. ბევრი იცურა თუ ცოტა, ბურთმა ზღვა გადაცურა და უელსის ერთ-ერთ სანაპიროზე აღმოჩნდა. დაკარგვის ადგილიდან 200 კილომეტრში, ქალაქ ქერიდიგონში. ბურთი ადგილობრივმა ქალბატონმა ალინ დენტონმა იპოვნა, მასზე ინიციალები წაიკითხა, მიხვდა რომ უპატრონო არ იყო და სოციალურ ქსელში ფოტოთი და ზედ დანართით გამოაქვეყნა.
„ეს ბურთი ახლახანს აღმოვაჩინე უელსში. საინტერესოა, რამდენი დღე დასჭირდა მას ირლანდიიდან აქამდე რომ მოეცურა“ – დაწერა ქალბატონმა.
მას მყისვე გამოეხმაურა 10 წლის გოგონას მამა და უთხრა, რომ ბურთი მის შვილს ეკუთვნის. გაირკვა, რომ მოგზაურ ბურთს ირლანდიიდან უელსამდე გადასაცურად 4 დღე დასჭირდა.
მოკლედ, დაკარგული ბურთის ისტორია კეთილად სრულდება. მპოვნელი პატრონს მას მალე გაუგზავნის.





