ბარსელონას ახალმა კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა ლიონელ მესის ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა.
“ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ მადლობა გითხრა ყველაფრისთვის, რაც ამ გუნდისთვის ჩვენთვის გააკეთე მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობა გითხრა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე,” – დაწერა ბუსკეტსმა სოციალურ ქსელში. 33 წლის ნახევარმცველის თქმით, მესისთან მას ძალიან ბევრი მომენტი აკავშირებს და თანაც, ეს თითქმის ყოველთვის მხოლოდ კარგი მოგონებები.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა ხუთშაბათს ლეო მესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. მიუხედავად კლუბისა და ფეხბურთელის ორმხრივი სურვილისა, არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ბარსელონასთან ერთად 35 ტიტული მოიგო და 778 ოფიციალურ მატჩში 672 გოლი გაიტანა.





