რეკლამა
Primesport.ge
შაბათი, აპრილი 18, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება – ბორჯღალოსნების პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

17:38 2021/06/30
0 0
154
SHARES
856
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკაში პირველი პრესკონფერენცია გამართეს და მსოფლიოს ჩემპიონთან 2-მატჩიანი სერიის მოლოდინებზე ისაუბრეს.

საქართველო „სპრინგბოკსს“ 2 ივლისს პრეტორიაშია, ხოლო 9 ივლისს იოჰანესბურგში ეთამაშება. ორივე შეხვედრა ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით.

ლევან მაისაშვილი: „ამ ორ თამაშში ჩვენი მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ტრავმების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე გამოგვაკლდა, გვსურს ვნახოთ რა გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირისგან და როგორ გავუძლებთ წნეხს. მსოფლიო თასამდე მორაგბეებმა რაც შეიძლება მეტი ასეთი დონის თამაში უნდა ჩაატარონ, რადგან იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გვიწევს შეხვედრა“.

სამხრეთ აფრიკის თავკაცმა ჟაკ ნიენაბერმა, რომლისთვისაც 2 ივლისის მატჩი სადებიუტო იქნება „ბოკეს“ მთავარი მწვრთნელის რანგში, შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, რომლებიც ეროვნული გუნდის კვართით, ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებენ:

„გაფართოებულ გუნდში 29 მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ასეთი ძლიერი სამატჩო რაზმის დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენთვის დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ რაც უფრო ძლიერ შემადგენლობას დააყენებდა მოწინააღმდეგე, მით უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბიჭები დიდ გამოცდილებას შეიძენენ“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„ნიენაბერი ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის სამწვრთნელო შტაბის ნაწილი იყო და მეტოქის თამაშში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. მათი სათამაშო ფილოსოფიის ფუძემდებელი რასი ერასმუსია, რომელიც ახლაც აქტიურადაა ჩართული გუნდის მზადებაში. „ბოკე“ მარტივ და ეფექტურ, თავდაჯერებულ სტილს მისდევს და ფაქტია, ამან მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა“.

მაისაშვილმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმიც დაასახელა, რასთან დაკავშირებითაც ის ამბობს:

„დიდი არჩევანი არც გვქონდა. ჯერ კიდევ შეკრებამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, რასაც დაემატა ახალი დაშავებულები, ასევე ისინი, ვინც ახალი გამოსულია კოვიდიდან და რეაბილიტაციისთვის გარკვეულ დროს საჭიროებენ. სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან დაშავდა და გამოგვაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. სერიის განმავლობაში გვექნება ცვლილებები. გაფართოებულ, 32-კაციან შემადგენლობაში არიან ისეთები, რომელთა მოედანზე გასვლა სამედიცინო თვალსაზრისით ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყო და მათ მომდევნო შეხვედრებში გამოვცდით“.

შერკინების მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სამხრეთ აფრიკის ფორვარდების სიძლიერეზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მარქაფაში ექვსი მორკინალია:

„სამხრეთ აფრიკას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ფორვარდები ყავს, რაც 2019 წელს იაპონიაშიც დაამტკიცა. ისინი გამოირჩევიან ზომით, საშემსრულებლო ოსტატობით და მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ სიძლიერეს. ერასმუსის ხელში ‘ბოკე’ საშუალო გუნდიდან დაუმარცხებლად იქცა. მან სწორად შეაფასა საკუთარი შეგირდების ძლიერი მხარეები და ამ პროგრესში ლომის წვლილი ფორვარდებს მიუძღვით“.

„ჩვენი შერკინების მოთამაშეებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. გვყავს ახალგაზრდა მორკინალები, რომლებიც დიახ, ტოპ-გუნდებში თამაშობენ, თუმცა ასაკით და გამოცდილებით მეტოქეს ჩამოუვარდებიან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფსიქოლოგიაზე. თუ გსურს, რომ მოედანზე იყო და უძლიერესების წინააღმდეგ ითამაშო, არ შეიძლება შეეგუო წაგებას და ბოლომდე უნდა დაიხარჯო“.

„რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებს და შევჯერდით, რომ შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ აფრიკელებთან ჭიდილში ამ კომპონენტში ძალიან დიდ ენერგიას დავხარჯავთ. ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე ვართ. აქ აფრიკელები თავს კარგად გრძნობენ და ამ მოკლე დროში, მნიშვნელოვანია გავანაწილოთ ენერგია“.

მაისურაძეს 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში არაერთხელ უთამაშია აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ. ის ფიქრობს, რომ გარკვეულწილად, იქ მიღებული გამოცდილება გამოადგება, თუმცა იქნება სიახლეებიც:

„სამხრეთ აფრიკის განვითარების სტრატეგია ისეა აწყობილი, რომ ასაკობრივი ნაკრებები იმავე პოლიტიკას მისდევენ, რასაც ეროვნული. მათ დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ საკუთარი სტილი და მას არ ღალატობენ. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოყალიბებული მორაგბეები არიან, განსხვავდება მწვრთნელების ხედვა შერკინებაში, დერეფანში, მოლში და ყველაფრის ერთი-ერთში გადატანა არ ხდება. ამიტომ ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება“.

RUGBY.GE

თეგები ლევან მაისაშვილისამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

რაგბი

კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში… იქნება ცვლილებები – ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა

16 მარტი, 2022 14:09
რაგბი

ბორჯღალოსნებმა რუმინეთი უმძიმეს ბრძოლაში, 23:26 დაამარცხეს

12 მარტი, 2022 21:25
რაგბი

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ

10 მარტი, 2022 15:12
რაგბი

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ორი დასკვნითი თამაშისთვის

4 მარტი, 2022 17:59

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მის მომავალზე დღევანდელი მატჩის შედეგი არ იმოქმედებს – ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანს ენდობა

    150 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 38
  • ჩემს ძმას რომ ჰგავს ლაშა, დედა მასზე გიჟდება, ხმაც კი მისნაირი აქვს… – ლაშა ბექაურის დედის ინტერვიუ

    599 გაზიარებები
    გაზიარება 240 Tweet 150

რეკომენდირებული

No Content Available

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In