სტოქჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთაგან ორმა სპარეზობა უკვე დაასრულა.
შვედეთის დედაქალაქში, წყვილთა შეჯიბრში, საქართველოს სახელით ყინულზე ანასტასია მატელკინამ და დანილ პარკმანმა ისრიალეს, რომლებმაც ტურნირის პირველ დღეს პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, როდესაც 56,13 ქულით ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
თავისუფალ პროგრამაში კი მატელკინა-პარკმანის დუეტმა თავი არცთუ ისე ურიგოდ წარმოაჩინა. ახალაგზრდა ფიგურულად მოციგურავეებისგან მედლების მოპოვებას არავინ ითხოვდა. მთავარი მიზანი პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაა.
საბოლოოდ, ქართულმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 156,73 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. ეს შედეგი საკმარისი არის თუ არა პეკინის 2022 წლის ლიცენზიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.








