უკრაინული ტრიუმფის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ ფალავნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ.
26-28 თებერვალს, კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 35-მდე ქვეყნის სპორტული დელეგაცია იყო ჩასული, ქართველმა მოჭიდავეებმა სულ 15 მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა – 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით – გუნდური მეორე ადგილი.





