Reuters report-ის ინფორმაციით, დიდების დარბაზის წევრი მწვრთნელი რუდი ტომიანოვიჩი NBA-ში დაბრუნდა. მინესოტა თიმბერვულვზმა იგი კონსულტანტად კვირას აიყვანა.
72 წლის ტაქტიკოსი მწვრთნელი ჰიუსტონ როკეტთან ერთად NBA-ს ორგზის ჩემპიონია და ჰაკიმ ოლაჯუონის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ის ლიგაში ბოლოს 2004-05 წლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სამწუხაროდ, ტომიანოვიჩს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი დატოვება მხოლოდ 41 თამაშის შემდეგ მოუწია.
მინეაპოლისურმა ფრენჩაიზმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პერსონალის სერიოზული ცვლილებები განახორციელა და დაიმატა ისეთი პროფესიონალები, როგორებიცაა ჯოზეფ ბლერი (მწვრთნელის თანაშემწე), აარონ ბლექშერი (ანალიტიკის დირექტორი), ჯოშ გერსონი (კოლეჯის სკაუტების კოორდინატორი), ჯავაირ გილეტი (სპორტული ვიცე-პრეზიდენტი), ტრუ პეტიგრიუ (მოთამაშეთა პროგრამების / მრავალფეროვნებისა და ჩართულობის VP), ნიკ რიკი (ვიდეო) და პატ სალივანი (მოთამაშის განვითარების/დაცვის კოორდინატორი).
თიმბერვულვსის კალათბურთის ოპერაციების პრეზიდენტი გერსონ როსასი აღფრთოვანებულია იმით, რომ ისეთი გამორჩეული პიროვნება როგორიც ტომიანოვიჩია, 2020–21 წლების სეზონში სწორედ მათთან იმუშავებს.
ამავე დროს „მგლები“ იმედოვნებენ, რომ კარლ-ენტონი თაუნსი (ვისი განვითარებისთვისაც მოიყვანეს ტომიანოვიჩი) და დ’ანჯელო რასელის შეთამაშებას მოახერხებენ და ისინი პოტენციალს სრულად გამოავლენენ. ასევე დიდი ავანსებია გაცემული წლევანდელი დრაფტის პირველ პიკზე ენტონი ედვარდსზე, რომელმაც ხსენებულ ორ მოთამაშესთან ერთად, ჩრდილოელთა დიდი სამეული უნდა შექმნას.





