ლუკას ვასკესი სავარაუდოდ მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ესპანელი ფეხბურთელი და სამეფო კლუბი დიდი ხანია ვერ თანხმდებიან სამომავლო ურთიერთობებზე და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.
ვასკესს, ხელშეკრულების გახანგრძლივება მინიმუმ 4 წლით სურს და თან ხელფასის 15 პროცენტით მომატება, რაზეც „რეალის“ ბოსები თავს იკავებენ. მადრიდელთა შეთავაზება მაქსიმუმ 3 წლიანი კონტრაქტი და ანაზღაურების 10 პროცენტით გაზრდაა.
ამასობაში საქმეში ჩაერთო „მილანი“. იტალიური გუნდი ლუკას ვასკესს საკმაო ხანია აკვირდება და მარჯვენა ფლანგზე მისით გაძლიერება სურთ. იმასაც ამბობენ, რომ ვასკესის გადაბირებას ხელი შეიძლება იმანაც შეუწყოს, რომ „მილანის“ ტექნიკურ დირექტორს და წლების მანძილზე გუნდის კაპიტანს ლეგენდარულ პაოლო მალდინის „რეალის“ ხელმძღვანელობასთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, ლუკას ვასკესს სამეფო გუდნთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს.





