ქუთაისის „ტორპედო“ უმწვრთნელოდ დარჩა. ეროვნულ ლიგაში, განვლილი 9 ტურის შემდეგ, ქუთათურები მოგების გარეშე არიან და 5 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.
ალბათ სწორედ ეს გახდა მიხეილ აშვეთიას გადაწყვეტილების მიზეზი. „ტორპედოს“ აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი! იყო ბევრი პრობლემები, მოყოლებული გასული წლიდან, რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის! ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის ტორპედოს, დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება! მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა!ახალ მწვთნელს წარმატებას ვუსურვებ! ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვთნელს – ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად…..თორემ ძალიან ძნელი იქნება!” – აღნიშნავს მიხეილ აშვეთია.





