ევროპა ლიგის ფინალში ინგლისური ფინალი არ იქნება. ლონდონის „არსენალმა“ ნახევარფინალში „„ვილიარეალის“ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
პირველი მატჩი „მეთოფეებმა“ ესპანეთში 1:2 დათმეს, შინ კი ნულოვანი ფრე ითამაშეს და შესაბამისად ფინალის საგზურიც „ვილიარეალს“ დაუთმეს.
„იმედგაცრუებულები და გულგატეხილები ვართ. ბოლომდე ვიბრძოდით და ყველაფერი ვცადეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.
მთელი მატჩის მანძილზე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით. არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქეს კი არცერთი, მაგრამ ფინალში მაინც ისინი გავიდნენ. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. ვილიარეალს ვულოცავ ამ წარმატებას.
ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ასეთ მატჩებში ბევრი რამ დეტალებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ვითამაშეთ. ჩემი ფეხბურთელების უმეტესობისთვის ევროთასებზე ეს პირველი ნახევარფინალი იყო. მომავალ სეზონში ევროსარბიელზე მოხვედრის ერთი შანსი დაგვრჩა, ეს პრემიერლიგიდან უნდა შევძლოთ“ – აღნიშნავს „არსენალის“ დამრიგებელი მიკელ არტეტა.





