თანამედროვე და არა მხოლოდ, ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ სუპერვარსკვლავს ლიონელ მესის თავისის დიდებული კარიერის მანძილზე რომ არაერთი რეკორდი დაუმყარებია არახალი ამბავია.
2020 წლის დეკემბერში, არგენტინელმა ფორვარდმა თვით ფეხბურთის მეფის – პელეს რეკორდი გააუმჯობესა, რაც ერთი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლის გატანაში აისახა.
ლა-ლიგის მორიგ ტურში, მესიმ „ვალიადოლიდის“ კარი აიღო და სტატისტიკოსებმაც უმალ დაადგინეს, რომ ის გოლი მესისთვის „ბარსელონას“ მაისურით 644-ე და შესაბამისად სარეკორდო აღმოჩნდა. ჰოდა, ის ბუცები, რომლითაც მესიმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა აუქციონზე გაიყიდა.
Christie’s-ის აუქციონზე ბუცების სანაცვლოდ 125 000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და მიღებული თანხა ბარსელონაში მდებარე საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გადაეცემა, რათა ერთ-ერთ პროექტს მოხმარდეს.








