ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე ღრმა დეპრესიაშია. ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. ცურვაში 23-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს სუიციდური მიდრეკილებები აქვს.
მას შემდეგ, რაც შარშან იანვარში საშინელი ტრაგედია დატრიალდა და კობი ბრაიანტი დაიღუპა, ფელპსი კიდევ უფრო ჩაიკეტა. მისი მეუღლე, ნიკოლ ფელპსი ყველაფერს აკეთებს რათა, ქმარი მდგომარეობიდან გამოიყვანოს.
„კობის ამბავმა ყველა შეგვძრა. ტელევიზორში ეს საშინელი ტრაგედია რომ გამოაცხადეს, უმალ მაიკლს შევხედე და ვუთხარ – „ძვირფასო შემიძია რამით დაგეხმარო“? მან გაფართებული თვალებით შემომხედა. არც მინდა ვიფიქრო მის გარეშე როგორი იქნება ცხოვრება. ის საუკეთესო მამა და მეუღლეა.
ადრე მეგონა რომ შევძლებდი ყველაფრის გამოსწორებას. მისი მყარი კედელი ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ არის. ის დამოუკიდებელი ინდივიდა. სხვა ადამიანის მაგივრად შენ ვერ იცხოვრებ. სხვა რასაც გრძნობს და განიცდის, მის მაგივრად პასუხისმგებლობას ვერ აიღებ“ – ამბობს ნიკოლ ფელპსი.
35 წლის მოცურავეს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ამას არ მალავს. „ნიკოლი საუკეთესო მეგობარია. მას ძალიან ვუყვარვარ. ის ცდილობს დამეხმაროს“ – ამბობს მაიკლ ფელპსი.








