2022 წლის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა “მიხეილ მესხზე” ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგ მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“პირველი თამაშის ჩატარება გვიჭირს ხოლმე, მაგრამ ვეცდებით, ხვალ ეს ნავსი გავტეხოთ და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. ბევრი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაინც კარგი შემადგენლობა გვყავს და მოტივაციაც არ გვაკლია. პორტუგალიელები სენსაციით იმუქრებიან, თუმცა მზად ვართ, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. რეალურად, პორტუგალია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ ყავთ ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც ხარისხიან ჩემპიონატებში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, მთელი გულით მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და იმედია, ხვალ ამის წარმოჩენას შევძლებთ”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.








