ტოკიოს ოლიმპიადაზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე მერვედფინალში ეგვიპტელ ზიად ელსისს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:12 დაამარცხა.
შედეგად, სანდრო მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, კორეელ სანგუკ ოჰს შეხვდება. დაპირისპირება თბილისის დროით 10:55 საათზე დაიწყება.
სანდრო ბაზაძემ პირველ შეხვედრაში ასევე ეგვიპტელი მოჰაბ სამერი 15:10 დაამარცხა.
ვიდეო მალე დაემატება






