ტოკიოში მიმდიანარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ დელეგაციას მეოთხე მედლის მოპოვების შანსი აქვს.
ძიუდოს ტურნირის დასკვნით დღეს, მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ასპარეზობს და ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იჭიდავებს.
1/4 ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა 3 გაფრთხილებით დაამარცხა.
ფინალში გასასლველ დაპირისპირებაში გურამ თუშიშვილის მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება, რომელმაც თავისხმრივ ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხული ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი დაამარცხა. ფინალური ბლოკი 14:00 საათიდან დაიწყება.
ვიდეო მალე დაემატება








