სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ სახეობაში 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აივენგო რიკაძე ფინალში გავიდა.
ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) სამწუხაროდ ნახევარფინალური ბრძოლა დათმეს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
სასიამოვნოა, რომ დღეს 63 კილოგრამ წონით კატეოგრიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
აივენგო რიკაძის მეტოქე ფინალში შვეიცარიელი ბეჩარტის ძლევა იქნება. ფინალური ბლოკი 3 ნოემბერს თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება, სადაც შესაძლოა რიკაძის , ხეცურანისა და ფრიდონ აბულაძესთან ერთად ოთარ აბულაძემაც იასპარეზოს, რომელიც რეპეშაჟის ნახევარფინალშია.





