საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „სერენის“ 21 წლის თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძე ევროპაში მშვენიერი სეზონი აქვს.
ბელგიურმა გამოცემამ Sport Voetbal-მა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
მიქაუტაძე ბელგიურ გუნდში „მეციდან“ მოვიდა, რომლის შვილობილი გუნდიც „სერენი“ გახლავთ. გასულ სეზონში „რეალ უნიონის“ ფეხურთელ დანტე ვანზეირთან ერთად პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიქაუტაძემ გატანა ჟუპიერლიგაში „სერენის“ დაწინაურების შემდეგაც განაგრძო. მას არჩევანის უფლება, რომ ჰქონოდა, ის არა „სერენში“ არამედ „ლიონში“ ითამაშებდა, რადგან მიქაუტაძე სწორედ ლიონიდან არის. ქართველი ფორვარდი 7-დან 15 წლის ჩათვლით „ლიონის“ აკადემიაში თამაშობდა.
„ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე, როდესაც მაცნობეს, რომ „ლიონში“ აღარ გამაჩერებდნენ. ჩემთვის ეს უდიდესი იმედგაცურება იყო“.
გიორგი მიქაუტაძეს როგორც „ლიონის“ ახალგაზრდა მოთამაშეს შანსი მიეცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ უეფას ბანერი განეთავსებინა.
„მოედანზე ვიყავი მაშინ, როდესაც „ლიონი“ კატალონიის “ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშობდა. მე ძალიან ახლოს ვიდექი ლიონელ მესისთან, ტიერი ანრისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ჟუპიერლიგაში 9 მატჩი 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





