ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირის მეორე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველ სუმოისტ ლევან გორგოძე.
აკი ბაშოზე ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იყო, რომელთანაც ქართველი ფაქტობრივად უბრძოლველად დამარცხდა.
დღევანდელი ორთაბრძოლის შემდეგ, რიკიშებს შორის ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში გათანაბრდა – 9:9.
აკი ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 1:1-ზეა. გუშინ ჩვენმა გოლიათმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო დაამარცხა, ხვალ კი ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელთანაც ლევანს აქამდე ორი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე მოგებული აქვს.







