22 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მარტინ ოდეგორმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის ლონდონის „არსენალს“ დატოვებს.
„მადლობა ამ 6 თვისთვის. არსენალში გაატარებული დრო მუდამ დარჩება ჩემს გულში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქ მომუშავე ადამიანს, მათ პირველივე დღიდან გამხადეს დიდი ოჯახის წევრი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს და მის სტაფს, ასევე ჩემს თანაგუნდელებს კარგი დროის გატარებისთვის. ძალიან მომენატრებით. მადლობა ოჯახის წევრებს. ყოველთვის ჩემს გულში ხართ”, – განაცხადა ოდეგორმა.
ცნოვისთვის, 22 წლის ნახევარმცველმა „მეთოფეების“ მაისურით 14 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





