პორტუგალიაში მიმდინარე 23-წლამდე კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ქერდიკაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველმა 200 მეტრზე საკვალიფიკაციო რბოლისას გააკეთა დისტანცია 49,15 წამში დაფარა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქერდიკაშვილი ფინალში პირველი ადგილის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა პირველ ადგილზე გასულმა კანადელმა სოფია იენსენსმა(46.59) 0,14-წამით აჯობა ჩვენებურს და ოქროს მედალი მოიპობა. ქერდიკაშვილმა კი (46.73) დაფარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.






