ქართველმა “ნინძამ”, გიგა ჭიკაძემ UFC-ის ქვემსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოსვკი გააკრიტიკა.
რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ვოლკანოვსკის მეტოქე მაქს ჰოლოუეის ნაცვლად “კორეელი ზომბი” იქნება.
კატარის დამარცხების შემთხვევაში შესაძლო იყო, რომ გიგას ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ეასპარეზა, თუმცა ავსტრალიელმა სპორტსმენმა “კორეელ ზომბთან” ბრძოლა და ჭიკაძესთან შეხვედრის თავის არიდება გადაწყვიტა.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა გიგა გააღიზიანა. ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვოლკანოვსკის შესახებ ისაუბრა:
”ყველაზე მარტივი მეტოქე ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში “კორეელი ზომბია”. ჩემპიონი (ალექსანდრ ვოლკანოვსკი) ცდილობს, რომ მიიღოს ეს ბრძოლა, რადგან მას სურს მარტივი გზით გამარჯვება. მან იცის, რომ მე ყველაზე რთული და ძლიერი მეტოქე ვარ, ეს არის მიზეზი, თუ რატომ მარიდებს ის თავს მე.” – წერს გიგა ჭიკაძე.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გიგას ჩემპიონობის შანსები გაიზრდება.





