“ვალენსიას” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე სანტიაგო კანისარესი გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა:
“სადებატო არაფერია… მან ეჭვები გაფანტა.. ქართველი სასტარტოში თამაშს იმსახურებს…” – განაცხადა კანისარესმა
En este momento yo no veo debate… hay uno que ha disipado las dudas… ya veremos más adelante…
— SANTIAGO CAÑIZARES (@santicanizares) August 14, 2021
შეგახსნებთ, რომ ღამურებმა ლა ლიგის პირველ ტურში ხეტაფე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის მიწურულს გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და თავისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ხოსე ბორდალასის გუნდი შემდეგ შეხვედრას 21 აგვისტოს „გრანადას“ წინააღმდეგ გამართავს.





