სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი NCAA-ში ბატლერს დაუპირისპირდა. პირატებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი ნახევარი 2-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და საბოლოოდ ქართველის გუნდი 52:61 დამარცხდა.
I'm going to just sit back and watch this play design 🍿
We hold the Bulldogs scoreless for the final 4:48 of the first half. 😎#HALLin 🔵⚪ pic.twitter.com/0kn9VYPCA0
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) February 25, 2021
მამუკელაშვილმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.
1-for-1! 👌#HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/FkOn0cuVQL
— Seton Hall Men's Basketball (@SetonHallMBB) February 25, 2021
სეტონ ჰოლმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მანამდე კი 4-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა. ნიუ ჯერსელებს მიმდინარე სეზონში 13 მოგება და 10 წაგება დაუგროვდათ. სეტონ ჰოლელები მომდევნო შეხვედრას 3 მარტს საკუთარ მოედანზე კონექტიკუტის უნივერსიტეტთან გამართავენ.








