ქართველმა ძიუდოისტებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და სხვებმა, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, გიორგი ზანთარაია ავრცელებს და ქართველ სპორტსმენებს მადლობას უხდის.
“უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მეგობარი ქართველი ძიუდოისტების, რომლებიც ამ მძიმე დროს უკრაინას მხარს უჭერენ. ქართველმა ძიუდოსტებმა კიევში მაცხოვრებელ ადამიანებს საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ომის პერიოდში ოჯახებს საჭირო პროდუქტები მივაწოდოთ. დიდი მადლობა, ქართველებო!” – წერს ზანთარაია.










