ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ კაშია სოციალური ქსელის მეშვეობით ჯაბა კანკავას ემშვიდობება:
”ჯაბა ყველაზე მეტჯერ საქართველოს ნაკრებში სწორედ შენ გვერდით ვითამაშე, მეტოქის და ანგარიშის მიუხედავად მოედანზე ყოველთვის გამორჩეული იყავი, ბოლომდე მებრძოლი და ეს დამოკიდებულება დიდი იმედს მაძლევდა.
მადლობა თითოეული სანაკრებო მატჩისთვის.” – წერს გურამ კაშია.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 100 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი სწორედ ჯაბა კანკავა იქნება.





