სარდინიის ღია პირველობის ჯილდო შორს არ წასულა და სახლში დარჩა. კალიარის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი ლორენცო სონეგო გახდა.
იტალიელმა მეჩოგნემ შეჯიბრი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩემპიონობაც დამსახურებულად მოიპოვა. ფინალში მან სერბი ლასლო ჯიერე დაძაბულ 3 სეტიან თრილერში – 2/6, 7/6(5), 6/4 დაამარცხა.
შეგახსენებთ, კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სწორედ ლასლო ჯიერესთან წააგო.
ამრიგად, ლორენცო სონეგო, 2006 წლის შემდეგ გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელმაც თავის ქვეყანაში გამართული ტურნირი მოიგო.
კალიარიში ჩემპიონობით ლორენცო სონეგომ 250 სარეიტინგო ქულა და 40 ათასი ევრო გამოიმუშავა. ამ გამარჯვებით, მან კარიერაში პირველად ტოპ 30-ში შეაბიჯა.








