მადრიდის რეალის ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ლივერპულის“ წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი კორონავირუსია. ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბის ცნობით, 27 წლის მცველს COVID-19-ზე ორჯერადი ტესტი ჩაუტარდა ორივე შემთხვევაში ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც მისი „ლივერპულთან“ თამაში გამოირიცხა.
დიდი ალბათობით, ვარანი ვერც „ელ კლასიკოში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს. ამით, მადრიდის „რეალი“ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რადგან ვარანის გარდა კლუბს ვერ სერხიო რამოსი ეხმარება, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ამის გარდა, უახლოეს შეხვედრებში ვერც დანი კარვახალი მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება „ლივერპულთან“ თამაშს, შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.





