ლივერპულს პრობლემები არ ელევა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ გუნდს ცენტრალური მცველები ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი აკლია, თუმცა როგორც ჩანს ლაზარეთი კიდევ უფრო გაიზარდა.
მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტრავმა ფაბინიომ და ჟოელ მატიპმაც მიიღეს.
ბრაზილიელი და კამერუნელი უკანახაზელების დაბრუნების თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა კლუბში ვარაუდობენ, რომ მათი დაზიანება არც ისე მსუბუქია.
„მერსისაიდელთა“ დაცვის ცენტრალურ ნაწილში მომავალ შეხვედრაში ვარაუდობემ, რომ უნივერსალი ჯეიმს მილნერი და ასევე უნივერსალად ჩამოყალიბებული ჯორდან ჰენდერსონი ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ „სქაუზერთა“ ყოფილმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა, გუნდს არსენალიდან ასაბარგებლად გამზადებული შკოდრან მუსტაფის დამატება ურჩია.
გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე ვესტ ჰემია, რომელიც კვირას, 31 იანვარს გაიმართება.








