გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის დინამოს თურქულ შეკრებაზე, ლივერპულის და ლიონის ყოფილი მცველი ალი სისოკო შეუერთდა.
33 წლის (186 სმ) ფრანგი მარცხენა მცველი უნივერსალია, ის ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ცენტრშიც მშვენივრად გამოიყურება.
ზემოთ ნახსენები გრანდების გარდა, სისოკოს უთამაშია ისეთ გამორჩეულ ევროპულ გუნდებში, როგორებიცაა პორტუ, ვალენსია, ასტონ ვილა, ოლიმპიაკოსი, ბოლოს კი თურქული ანტალიასპორის ღირსებას იცავდა
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 17 დეკემბრის შემდეგ სისოკო მოედანზე აღარ გამოჩენილა, რადგან უგუნდოდ იყო.








