ლიონელ მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. უკვე თვეზე მეტია, არგენტინელი ფეხბურთელი ოფიციალურად კლუბისა და კონტრაქტის გარეშეა, მაგრამ მხარეებს შეთანხმება მიღწეული აქვთ.
ლეო მესი ბარსასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასსაც 50%-ით შეიმცირებს, რათა ესპანური გრანდის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
სწორედ ფინანსური კრიზისი აჭიანურებს ოფიციალურად ცნობის დადასტურებას, რადგან ბარსელონაში მთლიანად გუნდის სახელფასო ფონდის შემცირება უწევთ მესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.





