კრიშტიანო რონალდუ, ლიონელ მესი, ზლატან იბრაგიმოვიჩი და ახლა უკვე რობერტ ლევანდოვსკიც. პოლონელი სუპერფორვარდი ელიტარულ კლუბს შეუართდა.
რობერტ ლევანდოვსკი გახდა მეოთხე მოქმედი ფეხბურთელი, რომელმაც მინიმუმ 500 გოლის გატანა შეძლო. მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი უკვე ზედიზედ 8 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ბუნდესლიგის მორიგ ტურშიც, სადაც რეკორდმაისტერმა „შალკე“ 4:0 გაანადგურა ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-500 გოლი შეაგდო. ბოლოს, მან მოედანი უგოლოდ 2020 წლის 5 დეკემბერს დატოვა, როდესაც „ბაიერნი“ „ლაიპციგს“ 3:3 დაუზავდა.
32 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ, ყველაზე მეტი – 272 გოლი „ბაიერნის“ მაისურით გაიტანა. არანაკლებ შედეგიანი იყო დორტმუნდში ყოფნის დროსაც, სადაც მეტოქე მეკარეები 103-ჯერ დაამწუხრა. 41 გოლი მან ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნის დროს „ლეხის“ შემადგენლობაში გაიტანა, ხოლო 21 „ზნიჩის“ რიგებში.
რაც შეეეხება პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე დღემდე 63 გატანილი გოლია.





