“ბარსელონამ” 2021 წლის გამპერის თასზე მოწვეული მეტოქის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს კლუბი ტურინის “იუვენტუსია”.
“ბარსას” საშინაო არენაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გულშემატკივრების შეკრება დაშვებული იქნება, თუმცა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. ტრიბუნებიდან თამაშისთვის თვალის მიდევნება მაქსიმუმ 19 869 ადამიანს შეეძლება.
“იუვენტუსი” გამპერის თასზე მონაწილეობას მეორედ იღებს. პირველად, 2005 წელს, მატჩი იტალიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო მესის “ბარსასთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. კლუბის პრეზიდენტის განცხადებით,ყველაფერი მოგვარებული და გადაწყვეტილია. შესაბამისად, გამპერის თასზე საფეხბურთო სამყარო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას კიდევ ერთხელ იხილავს.





