ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მილანის შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბოლოდროინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ზლატანმა განაცხადა, რომ „მეფემ“ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური გამონათქვამებისგან.
შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს გავჩუმდები და ვისაუბრებ იმაზე, რაც არასწორია. ვლაპარაკობ ჩემს ხალხზე, თანასწორობაზე, სოციალურ უსამართლობაზე, რასიზმზე, ხმების სისტემურ ჩახშობაზე. ეს არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება.
მე ერთ მომენტში ამ საზოგადოების ნაწილი ვიყავი და ვხედავდი რა ხდებოდა. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ხდება, რადგან ჩემს სკოლაში 300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და ცხოვრობს. ისინი იმავეს განიცდიან, რასაც მე, მათ ხმა სჭირდებათ, მე მათი ხმა ვარ.
მე ვიყენებ ჩემს პლატფორმას, რათა გავაშუქო ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ჩემს საზოგადოებაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით და მთელ მსოფლიოში.
მხოლოდ ერთი სპორტით არასდროს დავკავდები, რადგან მესმის, რომ ეს არის პლატფორმა…
ამ საკითხებში კარგად ვარ გათვითცნობიერებული. ისეთი ბიჭი ვარ, რომელიც საშინაო დავალებას ასრულებს, – განაცხადა ჯეიმსმა.





