ლაზარე კუტაპაძე “დინამო” ბათუმს კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვერ დაეხმარება. 25 წლის მეკარე “სივასპორთან” სათამაშოდ თურქეთში არ გაემგზავრა და ამის მიზეზი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხია.
“სივასპორთან”საპასუხო მატჩში ბათუმის “დინამოს” კარს სავარაუდოდ მიხელ ალავიძე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა “სივასპორთან” პირველი მატჩი ბათუმში გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება.





