32 წლის ნახევარმცველი ლუკა თოთაძე ყაზახეთის “აკტობედან” კარიერას “გაგრაში” გააგრძელებს. ქართულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
გამოცდილი ფეხბურთელი გაგა კირკიტაძის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თოთაძემ გასულ სეზონში “აკტობეს” მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.





